|
2020-06-30 17:38:13, 2087 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - თეა წულუკიანი ბაჩანა შენგელიას მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, რის გამოც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ვიწვევთ
„ევროპული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თეა წულუკიანის მისვლას ითხოვს. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბაჩანა შენგელიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რასაც წულუკიანმა პასუხი უნდა გასცეს. „ქალბატონმა წულუკიანმა ჯერ შეცვალა ნოტარიატის დებულება, სადაც დაამატა დისციპლინარული დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ამის შემდეგ შეუგზავნა ინსპექცია ბაჩანა შენგელიას და ის დააჯარიმა. პრაქტიკულად, შეუწყვიტა მას ფუნქციონირება, გამოურთო რა პროგრამა და შემდეგ დაიწყო დისციპლინარული წარმოება იმის გამო, რომ თურმე არ მოეწონა ბაჩანა შენგელიას „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები. სახეზე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. აქედან გამომდინარე, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა და დღეს ჩვენ გავაგზავნეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წერილი, რომ მოვიწვიოთ ქალბატონი წულუკიანი კომიტეტზე, რათა მან ამ კითხვებს გასცეს პასუხი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)