|
2020-06-30 16:27:06, 2254 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წელს ინიცირიებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია შესული. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პერიოდულად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. თავდაცვის მინისტრმა უწყების წარმომადგენლებთან ერთად გორსა და მცხეთაში პირველი ქვეითი ბრიგადის გაფართოებული და განახლებული შტაბის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე მე-11 და მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონებისა და მე-14 შერეული მექანიზებული ბატალიონის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. წლის ბოლომდე მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე სასადილოსა და საცხოვრებელი ყაზარმის მშენებლობა დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა საგურამოში მდებარე ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა რეკრეაციული ზონისა და სტადიონის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიაც მოინახულა. 2020 წელს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში განახლდება და გარემონტდება 197 ყაზარმა, 52 სასადილო, 23 მულტიფუნქციური მრავალმიზნობრივი გარე რეკრეაციული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)