06:48 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 15:40:02, 2085 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არჩევნებში მოსყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებში მოსყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება.

მისი თქმით, ცვლილებები შეეხება ამომრჩეველთათვის გადაადილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ კანონსა და უფასო საეთერო დროსაც.

„ასი ლარის ზევით, ასევე ას ლარზე ქვევითაც მოსყიდვის შემთხვევის შემთხვევებში გამკაცრდება კანონი.

25 მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებით გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება. თუ ნებისმიერი სახით მოხდება ადამიანის გადაადგილების შეფერხება, ესეც უკვე იქნება საარჩენო რეგულაციის დარღვევა.

რაც შეეხება უფასო საეთერო დროს, ბუნებივია, როდესაც პარტიას აქვს მისთვის მინიჭებული უფასო საეთერო დრო, ეს უნდა გამოიყენოს აგიტაციისთვის, ასე ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოში ასე არ ხდებოდა, თუმცა უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საარჩენო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics