|
2020-06-30 15:20:20, 1719 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას ევროკავშირთან რეგულარული ფრენების გახსნისკენ მოუწოდებს
„ევროპული საქართველო“ მთავრობას ევროკავშირთან რეგულარული ფრენების გახსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადადებული ფრენების გამო ძალიან ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. „უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი. ან ბინა გაარემონტა, ან პატარა სასტუმროში ჩადო ფული და დღეს დარჩენილია შემოსავლის გარეშე. „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გავხსნათ რეგულარული ფრენები ევროკავშირთან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში რეგულარული ფრენები აგვისტოს დასაწყისიდან გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)