|
2020-06-30 13:46:32, 1713 ნახვა
საზოგადოება
თურნავა - როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, რომ სტიქიურად გავხსნათ ფრენები
არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს დღეებში სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, წელს ჩარტერული რეისები იქნება იმ რეგულარობით, რომ მოქალაქეებისთვის ეს იყოს კომფორტული. „ევროკავშირის სიაში ყოფნა არის ჩვენი მუშაობის შედეგი. სწორედ იმიტომ გვაქვს ჩვენ უდიდესი მოლოდინი და დადებითი დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნების, რომ ჩვენ ამ სიაში ვიქნებით. ყოველ ორ კვირაში ერთელ ეს სია გადაიხედება. შეიძლება ქვეყანა დაემატოს, შეიძლება ქვეყანა მოაკლდეს. ამიტომ, ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუ კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. აქედან გამომდინარე მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს. არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს დღეებში სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები. 600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა, მაგრამ წელს ეს აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. ისეთი დოზით და რეგულარობით გვექნება ჩარტერები, რომ ეს პრაქტიკულად იქნება ძალიან კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)