|
2020-06-29 18:26:55, 1861 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - თავს ვთვლი პასუხისმგებლად, რომ არჩევნებამდე სტაბილურად მისვლისთვის ყველაფერი გავაკეთო
„მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პროგრესისა და დემოკრატიისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. „დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რამეთუ ესაა ჩვენი პროგრესისა და დემოკრატიისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯია იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში. მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის შედეგადაც აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)