|
2020-06-29 14:31:56, 1557 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა
„ქართული ოცნება“ იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება არის სიგნალი 8 მარტის შეთანხმების ცალსახა დარღვევაზე. „საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. „ქართული ოცნება“ ნამდვილად იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა, შემდეგ კი, ბოლომდე მიეყვანა ეს პროცესი. მეორე და მესამე მოსმენაზე „ქართული ოცნება“ კანონპროექტს უბრალოდ ვეღარ ჩააგდებდა, რადგან კანონმდებლობა განმეორებითი კენჭისყრის შესაძლებლობებს ითვალისწინებს და ამ პროცესის ჩაგდების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისა და რეალური სურვილების ლუსტრირებას მოახდენდა. ამიტომ, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. თუმცა, 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება და შეუსრულებელია ამ პუნქტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ვსაუბრობ პოლიტპატიმრებზე, პოლიტიკურ ოპონენტებთან არა პოლიტიკური პროცესის წარმართვაზე, არამედ მათ საპატიმროში ჩაგდებაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა თუ ამ მეთოდებით ბრძოლაზე. „ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი რურუას არგათავისუფლება არის სიგნალი 8 მარტის შეთანხმების ცალსახა დარღვევაზე და არის სიგნალი, რომ ისინი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო პროცესის არსებობას არ აპირებენ. სწორედ ამიტომ, იმ უკიდურესად რადიკალიზებულ საარჩევნო გარემოზე, თუ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც გვაქვს, სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)