|
2020-06-29 12:41:01, 1281 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი და მეორე კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, სადაც ძველ და ახალ ოპოზიციას შორის განსხვავება გამოჩნდა
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხომაზე განაცხადა, რომ ცვლილებების პირველი და მეორე კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, სადაც ძველ და ახალ ოპოზიციას შორის განსხვავება გამოჩნდა. მისი თქმით, ამავე კენჭისყრით გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა. „საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი და მეორე კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ასრულებს დადებულ პირობას და მზად არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადადგას მომდევნო ნაბიჯი, ერთგულია დემოკრატიული პრინციპების. ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე. ცნობისთვის, პარლამენტში ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე განხილვა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)