14:55 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 18:36:58, 2011 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ქვეყნაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია

ქვეყნაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით,  იმის თქმა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა წლიდან წლამდე, არის ტყუილი.

„2017, 2018 და 2019 წლებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. 2019 წელს, ამ რეფორმებმა შედეგი გამოიღო და გვქონდა ეკონომიკის ჯანსაღი ზრდა. სიღარიბე მცირდებოდა და მცირდება ბოლო ათი წელია. არის დაძლეული? არ არის დაძლეული. უმუშევრობა მცირდება, მაგრამ არის იმ ნიშნულზე, რაც განვითარებულ ქვეყანას და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას სჭირდება? არა, მაგრამ  შემცირების ტენდენცია იყო ძალიან კარგი.

თქვენ შეიძლება დიდი ზრდა გქონდეთ და ერთ წელს მნიშვნელოვნად შეამციროთ უმუშევრობა, მაგრამ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ გაქვთ რეკორდულად მაღალი, ეს ნიშნავს, რომ ეს  შემცირება ვერ იქნება მდგრადი. მაგრამ როცა  ყველა პარამეტრით გაუმჯობესებაა, ეს ამავდროულად აისახება სოციალურ მიმართულებაზეც, არასაკმარისად, მაგრამ აისახება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია  2018- 2019 წლების მაჩვენებლები და განვითარების ამ პარამეტრებზე დაბრუნება, - განაცხადა ივანე მაჭვარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics