12:05 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 16:45:24, 3426 ნახვა

საზოგადოება
16 წლის ტიკ-ტოკერმა, თვითმკვლელობამდე რამოდენიმე წუთით ადრე, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა

16 წლის, ინდოელმა ტიკ-ტოკერმა, ნიუ დელიში, მუქარის შემცველი მესიჯების მიღების შემდეგ თავი მოიკლა - ამის შესახებ, "დეილი მეილი" იუწყება. 


სიია კაკარიმ, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ინდოეთში, გარდაცვლილი იპოვეს, ნიუ დელიში საკუთარ სახლში. ტიკ-ტოკის პლატფორმაზე მას მილიონობით გამომწერი ჰყავდა, თუმცა მუქარის შემცველ მესიჯებს იღებდა, რის გამოძიებაზეც პოლიციამ უარი უთხრა.
მათ თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე, უკიდურესი ზომების მიღებისთვის არსებული მოტივი არ იყო საკმარისი. 


სიიამ, გარდაცვალებამდე ტიკ-ტოკის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი შენობის სახურავზე გადაღებული ვიდეო ატვირთა. ინდოელი გოგონას მენეჯერის თქმით, იგი გარდაცვლილს თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. 
მან ასევე აღნიშნა, რომ გოგონას არაფერი აწუხებდა და მეტიც კარგ ხასიათზე იყო.
"მე მას ღამე ვესაუბრე, კარგად იყო. ახალ პროექტზე ვისაუბრეთ და ძალიან გახარებული იყო, ხმაზე არაფერი ეტყობოდა", - განაცხადა გარდაცვლილის მენეჯერმა. 









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics