|
2020-06-25 22:16:58, 1742 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი ტურავას დანიშვნაზე - თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუტები არ გვივარგა
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუტები არ გვივარგა , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა ქვეყნის შიგნით და გარეთაც ბევრი იყო. „კრიტიკა რაც გვქონდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე წლებია არ ეხებოდა, ეს ეხებოდა საერთო სასამართლოებს, იუსტიციის საბჭოს. საკონსტიტუციო სასამართლო საკმაოდ დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა, საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, საკმაოდ რთულ თემებზე აქვთ ასეთი პოზიციები დაფიქსირებული. ამ არჩევნებმა და ბოლო დანიშვნამ პლენუმის მხრიდან, ის დანიშვნა იყო აბსოლუტურად გაუმჭირვალე და პრობლემური. იმ დანიშვნამ სასამართლოში კონფიგურაცია გადაალაგა. თუ საკონსტიტუციო სასამართლოც იმოქმედებს იმდაგვარად, რომ მისი გადაწყვეტილებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება, ეს მისთვის დამაზიანებელი იქნება. დამაზიანებელი იქნება ქვეყნის იმიჯისთვის. იმიჯზე მეტად იმაზე მეტად უნდა ვიდარდოთ, რომ ინსტიტუტები არ გვივარგა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)