|
2020-06-25 20:40:51, 1770 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი სახალხო დამცველს - ნუთუ რთულია იმის მოწოდება, რომ მედიამ ტყუილზე თქვას უარი და სიმართლე ისაუბროს
სახალხო დამცველისთვის ნუთუ რთულია იმის მოწოდება, რომ მედიამ ტყუილზე თქვას უარი და სიმართლე ისაუბროს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სახალხო დამცველი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ მსოფლიო ლიდერებიც გამოვიდნენ. „დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ფეიკ ნიუსი არის ხალხის მტერი. ჰილარი კლინტონმა ღიად დააანონსა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ბრიტანული მედია გიგანტი BBC უძღვნის გადაცემათა ციკლს ფეიკ ნიუსს, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ ტყუილი სიმართლისგან და ის, რომ ფეიკი და ტყუილი ანგრევს საზოგადოების ცნობიერებას. ბევრი კითხვა იქნა დასმული თქვენს მიმართ და შესაძლოა ჩემი კითხვის შინაარსში კარგად ვერ გაერკვიეთ. მე თქვენთვის არც ერთი საჯარო მოხელის დაცვა არ მითხოვია, მე გითხარით, რომ ბავშვები და ექიმები არიან მსხვერპლი ფეიკ ნიუსების და ტყუილების. ნუთუ ასეთი რთულია საქართველოს სახალხო დამცველისთვის ამ მაღალი ტრიბუნიდან იმის აღიარება და თქმა, რომ ფეიკი ეს არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი და თუნდაც იმის მოწოდება ყველა მედია საშუალებისთვის, რომ ტყუილზე თქვან უარი და სიმართლე ისაუბრონ",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)