|
2020-06-24 17:03:02, 1589 ნახვა
პოლიტიკა
რურუა - მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია
მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთვარი არხის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, გიორგი რურუამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მისი მძევლად დატოვება ამ ეტაპზე მეორე ხარისხოვანია. „მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. რურუას სასამართლო იარაღის უკანობო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, - წერს რურუა. შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)