|
2020-06-23 16:13:11, 1648 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერიას განცხადებით, თუ ხელისუფლება შეთანხმების რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის საფასურს ივანიშვილი გადაიხდის
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ხელისუფლება შეთანხმების რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის საფასურს ივანიშვილი გადაიხდის. ბოკერიამ დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება და აღნიშნა, რომ ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით კანონპროექტის მიღება. „ძალიან კარგი ამბავი მოხდა, ეს აჩვენებს საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების და საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის, ჩვენი ხალხის მიმართ ძალას, როცა ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც არ უნდა და არ უნდოდა. ამიტომ, ეს ძალიან კარგია. ახლა ამას უნდა მოყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი, ჩიხშია ის მომწყვდეული, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებამ პირველ მოსმენაზე შესვლის შესახებ კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)