|
2020-06-23 15:53:01, 1608 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის ხომალდს მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Porter-ს (DDG 78) მასპინძლობს. ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. USS Porter-ის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები კი დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. USS Porter, აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში, მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს. USS Porter ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში. ხომალდის მეთაურია II რანგის კაპიტანი ქრეგ ტრენტი. ხომალდ "USS Porter"-ის საქართველოს პორტში შემოსვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და აშშ-ის მეექვსე ფლოტის 2 ხომალდი: USS Porter (DDG 78) და USS Oak Hill (LSD 51). წვრთნების მიზანია საქართველოსა და აშში-ის საზღვაო დანაყოფების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს. ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)