|
2020-06-23 14:39:01, 1560 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მე და ჩემმა კოლეგებმა ხელისუფლებას და ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საშუალება არ დავუტოვეთ
მე და ჩემმა კოლეგებმა ხელისუფლებას და ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საშუალება არ დავუტოვეთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში არსებობს იმის რესურსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც მოხდება. „დღევანდელი კენჭისყრა იყო ძალიან სარისკო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა ამ კენჭისყრაში. ჩემი აზრით, არასწორად არ მონაწილეობდა. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ამ კენჭისყრებში მიეღოთ მონაწილეობა და მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ამ ცვლილების მხარდაჭერის კუთხით მოეყვანათ სისრულეში. შეთანხმების თავისი ნაწილი უნდა შეესრულებინათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ცვლილებები მიგვეღო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და მაქვს განცდა შესაბამისად, რომ მესამე მოსმენაზეც გავა უკვე და აღარანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს, ვინაიდან გამოჩნდა უკვე, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც იცვლება ეს სისტემა და ამის რესურსი არსებობს საქართველოს პარლამენტში. ჩვენ, მეც და კოლეგებმაც არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საშუალება, რომ ხან ერთს ჰქონდა მცდელობა ჩაგდების, ხან მეორეს და ვფიქრობ, რომ ამ ჩაგდების საშუალება არ დავუტოვეთ. ქვეყნისთვის არის კარგი, რომ შემდეგი მოწვევა გვქონდეს უფრო დაბალანსებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)