|
2020-06-23 14:00:15, 19254 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ცვლილელებს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო. სხდომას არ დაესწრნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, შესაბამისად მათ არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში. ცნობისთვის, პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა პირველ მოსმენაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ელოდებოდნენ გიორგი რურუას გათავისუფლებას და რადგან აღნიშნული არ მოხდა, ისინი მეორე მოსმენას არ ესწრებიან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)