|
2020-06-23 12:15:01, 1623 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, „ნაცმოძრაობის“ თამაშს თამაშობ
„ვინც დღეს ამბობს, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, ის „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ „პოსტივი“-ს ეთერში განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ზოგიერთი დეპუტატის პოზიცია მისთვის აუხსნელია. ჩემთვის აუხსნელია მაგალითად ერქვანიას პოზიცია. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ამერიკელებთან გადაწყდა სადილზე და ამიტომ მხარს არ დაუჭერს მას. ნუთუ ეს მყარი მიზეზია იმისა, რომ ნაციონალების წისქვილზე დაასხა წყალი. სხვებზე არ ვლაპარაკობ, მესმის რაც არის. როდესაც კვიციანი ამბობს, რომ მხარს იმიტომ არ უჭერს საარჩევნო რეფორმას, რომ სურს მთელი საქართველო დაავალდებულოს საარჩევნო ყუთთან მივიდეს, გაუგებარია. რატომ აკავშირებს ის ამ ორ საკითხს. ესეც არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ თამაში ითამაშო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, ოპოზიციის რიტორიკა მათი ცუდი საარჩევნო პერსპექტივითაა გამოწვეული. „ოპოზიციისთვის არჩევნების პერსპექტივა ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს გვინდა არჩევნების გადადება, სინამდვილეში თვითონ უნდათ, უნდათ რომ უფრო დამძიმდეს ვითარება, ნეგატივი უნდათ, უნდათ საავადმყოფოები გადაივსოს“, განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)