|
2020-06-22 17:41:44, 1407 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ვერ გაუგია რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო
„ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ვერ გაუგია რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი რურუა საერთაშორისო ინსტიტუტებმა უკეთ იციან ვინ არის. „გიორგი რურუას გათავისუფლება არ არის ჩვენს ხელში. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებების სფეროა. საქართველოში მხოლოდ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვინმეს დაპატიმრების ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რურუას გათავისუფლების თაობაზე საკითხს აყენებს, ადრესატი არ შეიძლება იყოს მმართველი პარტია. ამ ყველაფრით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ დღემდე ვერ გაუგიათ რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, ამ შემთხვევაში ადრესატი არის სასამართლო და ეს მათ უნდა შეიგნონ. ტერმინი „პოლიტპატიმარი" რამდენიმე ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაში გაჩნდა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტები აკეთებენ საკუთარ განცხადებებს, როგორიცაა იგივე სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიმე ევროპული ინსტიტუტი და სხვა, ისინი სხვაგვარად ეკიდებიან საკუთარ განცხადებებს და ნებისმიერი ასეთი განცხადება ბევრად უფრო რთულ გადამოწმების პროცესს გადის, რაც ცალკეული პოლიტიკოსების შემთხვევაში არ ხდება. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტები ზუსტად იმ პოზიციას აფიქსირებენ, რაც სინამდვილეს შეესაბამება. საერთაშორისო ინსტიტუტებმა ძალიან კარგად იციან ვინ არის გიორგი რურუა და ვინ არ არის გიორგი რურუა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)