|
2020-06-22 12:30:39, 1648 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - რატომ შეჯდა ჯორზე „ქართული ოცნება“? იმიტომ, რომ ბოლომდე უნდოდა გიორგი რურუა მძევლად გამოეყენებინა
გამოუშვან უდანაშაულო ადამიანი და ამ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შეთანხმება არის შესრულებული სრულად, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცორიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურდა ბოლომდე გამოეყენებინა გიორგი რურუა მძევლად, რადგან აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას. „როდესაც საარჩევნო პროცესში შედიხარ პოლიტიკური პატიმრით, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებ ძველი ცოდვების და ძველი დანაშაულის განმეორებას. რატომ შეჯდა ჯორზე „ქართული ოცნება“? იმიტომ, რომ ბოლომდე უნდოდა გამოეყენებინა გიორგი რურუა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას. გამოუშვან უდანაშაულო ადამიანი და ამ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შეთანხმება არის შესრულებული სრულად, დავბრუნდებით პარლამენტიდან და მივცეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)