11:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 14:41:36, 1670 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - სპეკულაცია, რომ მეორე-მესამე მოსმენაზე ხმები არ არის საკმარისი, აღარ გამოვა

სპეკულაცია, რომ მეორე-მესამე მოსმენაზე ხმები არ არის საკმარისი, აღარ გამოვა , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას და დაამატა, რომ ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად.

"მეორე და მესამე მოსმენებზე რომც ჩააგდოს ქართულმა ოცნებამ, მეორე დღესვე შეიძლება უკან შემოტანა და ხელახალი განხილვა. ამიტომ, დღეს თუ გადარჩა კანონპროექტი და დღეს თუ არ მივეცით საშუალება, რომ ნოემბრის სცენარი გაიმეორონ, მეორე-მესამე მოსმენაზე უკვე არგუმენტი აღარ ექნება ხელისუფლებას, რატომ ვერ იღებს და რომც ჩავარდეს – რატომ არ აბრუნებს ხელახლა კენჭისყრაზე. გადამწყვეტი არის დღევანდელი კენჭისყრა და ჩვენი არგუმენტი სწორედ ამ ორ მიზეზს ემყარება

ამიტომ, ამ შემთხვევაში ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად. ჩვენ ამ ვითარებაში სწორ და საუკეთესო გამოსავლად მიგვაჩნია პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით გამორიცხვა იმ სცენარის, რომ ქართული ოცნება აგდებს პროპორციულ სისტემას, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბაქრაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics