11:54 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 11:15:15, 1503 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გუშინ გვიან ღამემდე ვაწარმოებდით შესაბამის კონსულტაციებს როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეგვექმნა სრული სურათი თუ რა ბედი ელოდება 8 მარტის შეთანხმებას.

კარგია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დააზღვიონ და მხარი დაუჭირონ მას პირველი მოსმენით.

ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics