05:54 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 23:49:02, 1578 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ქვეყანაში არეულობა აწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც დაბალი პოლიტიკური რეიტინგი აქვთ

ქვეყანაში არეულობა აწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც დაბალი პოლიტიკური რეიტინგი აქვთ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ქართული „ნოუ ჰაუა", როდესაც გამოძიების დეტალებზე პოლიტიკოსები საუბრობენ ვერსიების დონეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღემდე არ უთქვამს ეს ეხებოდა თუ არა გაბუნიას. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, პირველ რიგში ვის დაადებდნენ ხელს? პირველ რიგში ვინ გამოვარდებოდა ქუჩაში, პირველ რიგში ვინ მოიცლიდა  დესტაბილიზაციისთვის და რა მოწოდებები იქნებოდა მე ამაზე პასუხს არ გავცემ. ამ კითხვებს პასუხი მოსახლეობამ გასცეს და აქედან გამომდინარე რა შედეგი დადგებოდა საზოგადოებამ განსაჯოს. ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს ორ ვიღაცას. ერთი ოკუპანტ რუსეთს და მეორე იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც აქვთ დაბალი პოლიტიკური რეიტინგი ხელისუფლების ხელში ჩაგდების სხვა შანსი გარდა დესტაბილიზაციისა არ გააჩნიათ. ვინ არის ასეთი პოლიტიკური ძალა ამაზე არ ვისაუბრებ", -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics