|
2020-06-20 12:27:06, 1305 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია, საქართველოს კანონმდებლობის უტიფარი დარღვევით დაარბია
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისს ხელისუფლებამ პროპაგანდისტის, ბოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო, დაარბია ახალგაზრდები. მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს კანონმდებლობის სრული და უტიფარი დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. „საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონმდებლობის სრული და უტიფარი დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია, საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის დეპუტატის, ჩვენი ქვეყნის დანაწევრების, დაქუცმაცების, პროპაგანდისტის, ბოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო. იმ სავარძელში, საიდანაც თაობების ნანატრი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. 2019 წლის 20 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“, მისმა მაღალმა თანამდებობის პირებმა უშუალო მითითება გასცეს თავისუფლების მოყვარე, წარმატებული, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნების მსურველი ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)