|
2020-06-19 22:39:37, 1503 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - საზოგადოებას დავპირდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით - დაპირება შესრულებულია
საზოგადოებას დავპირდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სისტემაზე გადავიდოდით - დაპირება შესრულებულია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში პროპორციული არჩევნების სისტემის თარიღის ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობს. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ საქართველო გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ეს დაპირება არის შესრულებული და ჩაწერილია კონსტიტუციაში. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ პირველად, საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს. 2024 წელს კი, ჩვენ სრულად გადავალთ პროპორციულ სისტემაზე. 2020 წელს კი ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა იყო თარიღის შეცვლაზე. სამწუხაროდ, ეს ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)