|
2020-06-19 22:08:42, 1319 ნახვა
პოლიტიკა
მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის რეგიონების ნებისმიერი ოლქი ოპოზიციის სხვა კანდიდატს დაუთმოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის რეგიონების ნებისმიერი ოლქი ოპოზიციის სხვა კანდიდატს დაუთმოს , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „ამ წუთის მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობა მზად არის, რომ დააყენოს ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი და იბრძოლოს გამარჯვებისთვის და ბევრ მათგანში პირველ ტურში გამარჯვებისთვის. რაც შეეხება გაიმართება თუ არა დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის რეგიონებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გაიმართება, არ არის დისკუსია ჩაკეტილი, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის და იმ შემთხვევაში თუ საერთო მიზანს წაადგება რაიმე სახის კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება გამარჯვების მიზნიდან ამოსული, კი ბატონო ოლქს ჩვენ ოპოზიციურ სხვა რომელიმე კანდიდატს დავუთმობთ “,-განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)