11:37 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 10:18:13, 1202 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ლევან დავითაშვილმა Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამები ფერმერებს მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება.

„ჩვენ ძალიან  მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, როგორც ექსპორტისთვის, ისე თვითუზრუნველყოფის ზრდისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას. სამინისტროს აქვს რამდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც უკავშირდება ორგანიზებულ აგროზონებს, რაც არის პლატფორმა, კვალიფიციური ინვესტორების მოსაზიდად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე, ბიზნესის პროგრამების მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წარმოადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics