|
2020-06-18 17:30:09, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას 113-ზე მეტი დეპუტატი აპირებს, კანონპროექტის მიღებას პრობლემა არ შეექმნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას 113-ზე მეტი დეპუტატი აპირებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის მიღებას პრობლემა არ შეექმნება. „ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ელჩებს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუ რამდენი ხმა არის მობილიზებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო და ვფიქრობ, რომ არ შეექმნება პრობლემა ამ პროექტის მიღებას. დღეს 113-ზე მეტ დეპუტატს აქვს დადასტურებული ამ პროექტის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, განწყობა არის პოზიტიური და კვირას ჩვენ ველოდებით ამ პროექტის სრულ მხარდაჭერას. რადიკალური ოპოზიცია არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. ეს არ არსი სწორი და ბუნებრივია, ამით ისინი საკუთარ თავს მიაყენებენ პირველ რიგში ზიანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)