11:37 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 15:09:28, 1308 ნახვა

საზოგადოება
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს - გერმანიის ოფიციალური დასკვნა

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.

როგორც უწყების ვებ-საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით.

ამასთანავე, როგორც 70 გვერდიან ბრალდებაში ვკითხულობთ, ფედერალური პროკურორი, მკვლელობაში პირდაპირ და ცალსახად, პუტინის რეჟიმს ადანაშაულებს.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

გერმანიაში შიშობენ, რომ ამ ბრალდებით, გერმანია-რუსეთის ურთიერთობები მწვავე გამოცდისა და აფეთქების წინაშე დადგა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics