|
2020-06-17 22:48:40, 1341 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილის განცხადება, გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაზე, იყო სამარცხვინო
ზურაბიშვილის განცხადება იყო სამარცხვინო , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიდა ამბებში ლანძღვას არ ერიდება და საჯარო მუქარაზე კომენტარს არ აკეთებს. „მინდა გამოვყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადება, სადაც მან თქვა სრულიად უაზრობა - მე ვერ ვრეაგირებ ვერაფერზე, მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარო. გამოძიება არ დამთავრებულა და კადიროვის განცხადებაზე ვერ ვრეაგირებო. რა შუაშია გამოძიება? ამ ტიპის განცხადება პირდაპირი მუქარაა შენი ქვეყნის მოქალაქეზე, ამ შემთხვევაში ჟურნალისტზე. არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა მან. მტკიცებულებები არსებობს, რომ კადიროვი საზარელი მკვლელობების ინსტრუმენტია. რატომ შეიძლება ამაზე კომენტარი მოგერიდოს? პოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი ვარო. შიდა ამბებში ლანძღვას არ ერიდება და ამ შემთხვევაში კომენტარს მოერიდა? ეს არის უმძიმესი სურათი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)