|
2020-06-17 15:55:52, 1351 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ „ფეიკნიუსებს“
ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმაღტველი გუნდის კონტრაქციასთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი ტელევიზიები „ფეიკნიუსებს“ ავრცელებენ. „ეს არის აბსურდი. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც „ფეიკნიუსებს“ და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ „ფეიკნიუსს“, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთელ მოიტყუეს კონტრაქციაზე. ვინ უნდა ჩაატარაოს ან რატო? თუ ვინმე იქ შეიკრიბება, ეს არის ერთადერთი პროვოკაცია და ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას გამართავს, რომელსაც ოპოზიციის წევრებიც შეუერთდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)