05:29 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 12:46:53, 1475 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში, საქართველო პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა

ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პიროებებში საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წვერი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტ გიორგი გახარიას ლიკვიდაციის საქმეს.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა სრულად მოშლილია.

„გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ კადიროვის დაკვეთით  რუსეთის ფედერაციია მოქალაქე ვინმე ვ.ბ გეგმავდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი წამყვანისა და ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ გივწევს, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პიროებებში საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა სრულად მოშლილია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics