|
2020-06-15 21:56:19, 1426 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ბუნებრივია, არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რაზეც უკვე კამათიც არ ღირს
ბუნებრივია, არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რაზეც უკვე კამათიც არ ღირს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არჩევნები 45-დან 60 დღემდე ვადაში დაინიშნება. "ჩვენ, მთელი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილების შეთანხმებულ ცვლილებებს დავუჭერთ მხარს და ჩვენს ამომრჩევლებთან ვიქნებით პირნათელი. მეორე - შევხედავთ სიტუაციას. თუ არ იქნება უაღრესად კრიტიკული სიტუაცია პანდემიის თვალსაზრისით, საერთოდ არ ვილაპარაკებთ არჩევნების თარიღის არანაირ გადაწევაზე , რადგან ჩვენი ინტერესია, ჩატარდეს არჩევნები წესისა და რიგის მიხედვით, როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ეს არის მექანიკური პასუხი კითხვაზე, თუ რა იქნება კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამასაც კი დიდი სიმულაციები მოაყოლეს და ამასაც კი სპეკულაციებით ხვდებიან. ჩვენ როგორც კრიზის-მენეჯმენტს ვახორციელებდით აქამდე, შევეცდებით, ჩვენს გმირ ექიმებთან ერთად ბოლომდე ასე განვახორციელოთ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ იქნა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მხოლოდ რაღაც პერიოდით შეიძლება გადაიწიოს არჩევნები", --განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)