05:23 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 15:00:29, 2268 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად

როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არჩევნების გადადების ობიექტური საფუზველი არ არსებობს.

„ყოველგვარ სპეკულაციას, არჩევნების გადადების შესახებ ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. ჩვენი აზრით, კონსტიტუციით დადგენილ დროს, ოქტომბერში უნდა გაიმართოს, იმდენად აშკარაა საზოგადოების კონსენსუსი აუცილებლობაზე, რომ შეიცვალოს „ქართული ოცნება“ პროდასავლური მთავრობის კოალიციური ძალებით, სადაც გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება ხელისუფლება.  თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ, მთავარი არის ის, რომ როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის  მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics