|
2020-06-12 22:50:00, 1815 ნახვა
პოლიტიკა
ემზარ კვიციანი - გადავწყვიტე დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“
გადავწყვიტე დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“ , - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი, ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ის ტოვებს როგორც პარტიას, ასევე საპარლამენტო ფრაქციასაც. „ჩემო ძვირფასო პატრიოტებო! გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი! ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!“, - წერს კვიციანი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)