|
2020-06-12 17:34:26, 2212 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - 12 000-ზე მეტი ადამიანის სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება
როცა საყვედურია სათქმელი საყვედურის თქმაც შეგვიძლია და, როცა მადლობაა სათქმელი მადლობაც შეგვიძლია. როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა საყვედური ვუთხარით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მართლა ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12 000 - ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე თუმცა, ეს იყო მთავრობის ვალდებულება. „12 000 - ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე ხარ. საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რასაც ვაკეთებდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. ფაქტობრივად იყო დაგეგმილი ერთობლივი სპეციალური ღონისძიება ამერიკის მთავრობასთან ერთად, ჩვენს მეზობლებსაც მივეხმარეთ. ახლა ერთი სული გვაქვს და დარწმუნებული ვართ, ამ ახალგაზრდებსაც რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ ერთი სული აქვთ როდის დამთავრება ეს ყველაფერი და ასევე, დაგაბრუნებთ უკან, იმიტომ, რომ უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)