|
2020-06-12 14:54:17, 2031 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობის მიზანმიმართულ კამპანიაზე ისაუბრა
საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობის კამპანიას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება. „დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას, ერთ-ერთი მთავარი იდეის და მიზნის - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისათვის დამატებითი ბარიერების შექმნას და საბოლოოდ, თავდაცვისუნარიანობის მოშლას“, - აღნიშნა მან. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ კამპანიაში ფსევდოდასავლური ორიენტაციის მქონე დესტრუქციული ძალების ჩართულობაზე. მისი განცხადებით, მიზანმიმართულ კამპანიაში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნულის საპასუხოდ, მთავრობის პოლიტიკა - სტაბილურობა და განვითარება, პროვოკაციებზე მშვიდი, კომპეტენტური და ეფექტური რეაგირება, სამშვიდობო პოლიტიკა სამეზობლოში და პარტნიორებთან სამხედრო და უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის მაქსიმალური გაღრმავება წარმოადგენს დესტრუქციული ძალებისათვის ერთ-ერთ ძირითად ხელშემშლელ ფაქტორს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)