|
2020-06-10 14:31:11, 1972 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებზე და საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სახელებს შემდეგ გავახმოვანებთ
ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებზე და შემდეგ გავახმოვანებთ საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ სახელებს და გვარებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილების კონტურები მიღებული არ არის, თუმცა გუნდში გარკვეული მოსაზრებები არსებობს. „ჩემი აზრით, ძალიან კარგია, როდესაც მმართველ გუნდში ასეთი ერთსულოვნება არის მიდგომებთან, პრინციპებთან ან თუნდაც სიის შედგენასთან დაკავშირებული პრინციპების ირგვლივ. გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებზე, რადგან ეს უფრო საჩქარო ამბავია. შემდეგ უკვე, ზაფხულის მიწურულს ალბათ, ჩვენ უკვე გავახმოვანებთ სიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სახელებს და გვარებს. კიდეც რომ რაღაც გადაწყვეტილებისკენ ვიყოთ წასული, დღეს ამაზე ვერ დაგელაპარაკებით. ჯერ გადაწყვეტილების კონტურებიც არ არის. რა თქმა უნდა, გუნდში მოსაზრებები არსებობს და მიდის ზოგადად განხილვა, მაგრამ გადაწყვეტილებისკენ ჯერ ჩვენ ამ მიმართულებით ჯერ არ წავსულვართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)