05:01 - 12 Nov, 2026
|
2020-06-08 15:29:12, 2313 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ის პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება. ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა თბილისში მაჟორიტარადაც იყაროს კენჭი. „მე ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული როგორც „ევროპული საქართველოს“ პირველი ნომერი პარტიულ კამპანიაში და პროპორციულ ნაწილში და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ, შეთანხმების შემთხვევაში, ვიყო ასევე თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამასთან, „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შესაძლოა მაჟორიტარად კენჭი იყაროს, თუმცა ბოკერია არ აკონკრეტებს რომელ ოლქში განიხილავს მის კანდიდატურას.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)