|
2020-06-04 15:42:29, 3028 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ოპოზიციის ნაწილი 3%-იანი ჯგუფები არიან და იციან, რომ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ
ოპოზიციის ნაწილი არის სამპროცენტიანი ჯგუფი და იციან, რომ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ, ამიტომ ახლა მიმართავენ ცირკს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი არსერიოზულია. „ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატებზეც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არასერიოზულია. არავითარი ხედვა არ წარმოუდგენიათ, არავითარი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. საზოგადოებამ იცის, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი დაიწყეს. ჯერ შესთავაზონ საზოგადოებას, რა სტრატეგია აქვთ, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ. ოპოზიციის ნაწილი არის სამპროცენტიანი ჯგუფი და იციან, რომ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ, ამიტომ ახლა მიმართავენ ცირკს, ვიცით, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და საბაბად სხვადასხვა საკითხს იყენებენ. არასერიოზულია მათი ასეთი სცენები. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარმოადგინონ და შემდეგ ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)