|
2020-06-03 16:14:23, 2971 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად ვრცელდება
გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად ვრცელდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტის კითხვაზე, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება თუ არა გიორგი გახარიას პრემიერობის გარეშე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება. „ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა - გახარია არათუ მიდის, არამედ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნისო. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც, დღეს პარლამენტში იხილება და საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებზე „ნაცმოძრაობის“ პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)