|
2020-06-03 15:43:39, 2149 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - თუ კიდევ ვინმე აღმოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, მას ვერ მივიღებთ და ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება
თუ კიდევ ვინმე აღმოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, მას ვერ მივიღებთ და ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. ამასთან, გია ვოლსკი გიორგი რურუას საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. „თუკი არ მოხდება, თუკი ამას ხელი შეეშლება და კიდევ ვინმე აღმოჩნდა ისეთი არაუმრავლესობის წევრი, ვინც მხარს არ დაუჭერს მოხდება ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნება და პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით ვის ეკისრება, მგონი მე არ უნდა ვპასუხობდე, საზოგადოებისთვის ეს თვალნათელი იქნება. რაც შეეხება რურუას გათავისუფლების თემას, არც ეს არ არის „ქართულ ოცნებაზე“ ან პიროვნულ ფაქტორზე დამოკიდებული. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)