|
2015-08-25 11:12:37, 824 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია მოსახლეობას მოუწოდებს, აგროდაზღვევით ისარგებლონ
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევით ისარგებლონ. როგორც დანელიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აგროდაზღვევის კომპონენტის გაფართოება იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, გლეხების იმ ნაწილს, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, ვენახების შესაწამლად პრეპარატებს დღეიდან დაურიგებენ. „ჩვენ, პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კიდე ერთხელ წავახალისოთ მოსახლეობა, რომ მაქსიმალურად დააზღვიონ მოსავალი. თუ აქამდე გაიცემოდა კომპენსაციები, ეს ხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობდა შესაბამისი სისტემა. დღეს არსებობს სახელმწიფო დაზღვევის სისტემა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც მაქსიმალურად ანგარიში გაგვიწიონ და ისარგებლონ ამ სისტემით. ეს არის ხალხისთვის, გლეხებისთვის, ფერმერებისთვის შექმნილი სისტემა. რაც შეეხება მათ, ვისაც არ ჰქონდა დაზღვეული, ჩვენ გვინდა პირველ რიგში, გადავურჩინოთ ის ვაზი, რომელიც დაზიანდა. სიები დაზუსტდა გუშინ, დღეს დაიწყება პრეპარატების დისტრიბუცია, რათა შეიწამლოს სასწრაფოდ. დღეს გამოგვაქვს ასევე საგანგებოდ ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან შევა აგროდაზღვევის თანადაფინანსების კომპონენტში. 40–60 პროცენტის ნაცვლად ეს იქნება 70 პროცენტამდე სახელმწიფო მონაწილეობა. ასევე გეგმავთ „დანერგვე მომავლის“ ფარგლებში ნერგების სუბსიდირების ნაწილში სპეციალური კომპონენტის შემუშავებას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)