|
2020-06-02 10:15:36, 1400 ნახვა
პოლიტიკა
კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმის გამოწერას ითვალისწინებს, უკვე დაიწყო
იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმის გამოწერას ითვალისწინებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მიიღებენ. „იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავაინიციროთ ეს პროექტი იმისთვის, რომ დეტალურად გავწეროთ რა ტიპის დარღვევებია ყველაზე ხშირი და ამ დარღვევების შემთხვევაში რა ტიპის სანქცია შეიძლება იყოს გათვალისწინებული. აქ საუბარია იმაზე, რომ პასუხისმგებლობა და სანქცია იყოს ისეთი, რომელიც არ იქნება საზოგადოებისთვის დიდი ტვირთი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)