04:49 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 16:44:55, 1397 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - წესების ისეთ პაკეტს შევიმუშავებთ, რომელიც საარჩევნო აქტივობას არ შეზღუდავს და არჩვენების დღეს ვირუსისგან დაცულს გახდის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება შეიმუშავებს წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას და პოლიტიკური პარტიების მხრიდან კამპანიის ჩატარებას.

„ხელისუფლება, უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდირებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს და ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს, კამპანიასა და არჩვენების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics