22:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 17:56:49, 1442 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე მდინარაძეს - 5 წუთში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, შემეცოდეთ და შუბლში არ გაგარტყით

5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად გოცირიძემ 5 წუთში 8-ჯერ მოიტყუა.

როგორც მან აღნიშნა, მის მიერ ნათქვამი 8 სიმართლე ოფიციალური სტატისტიკითაა განმტკიცებული.

„ჩემი გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ-მინისტრს გამოუჩნდნენ დამცველები. ადვოკატის როლი პირველმა იკისრა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთში 8-ჯერ მოიტყუაო. 5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. შემეცოდეთ, შუბლში არ გაგარტყით, მაგრამ ფეხებში მოგხვდათ.

ეს 8 სიმართლე ბატონო პრემიერ-მინისტრო იყო ის, რომ ყველა ჩემი სიტყვა არის განმტკიცებული ოფიციალური სტატისტიკით. თქვენი წერილი არის მხოლოდ საკუთარი ცრუ ინფორმაცია და ცრუ ინტერპრეტაცია. გაგიგონიათ ასეთი რამ, 2019 წლის შიმშილის მსოფლიო ინდექსი. საქართველოში ყველაზე მეტად შიმშილობენ რეგიონებში. საქართველო შიმშილის ინდექსში არის ერთ-ერთ ყველაზე უარეს ადგილას. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თქმაც ვერ მოვასწარი. ტრაბახობდით სკოლებში დისტანციურ სწავლებას ვატარებთო და ფაქტობრივად ჩაიშალა სასწავლო პროცესი. საქართველო რეგიონში ბოლო ადგილას არის ინტერნეტიზაციის კუთხით მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მხოლოდ და მხოლოდ 63% არის ინტერნეტიზებული. ბელორუსიაში არის 79%, რუსეთში 81% და ასე შემდეგ. ყველა გვისწრებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics