11:38 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 14:28:36, 1264 ნახვა

კომენტარი
პრემიერმა გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან ითანამშრომლონ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსი 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 2 არის სატვირთო მანქანის მძღოლი.

პრემიერმა გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან ითანამშრომლონ

„მინდა, პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ გამოდის, დღეს ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ  მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics