|
2020-05-28 15:53:24, 1311 ნახვა
კომენტარი
პატრიარქი - ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ამიტომ იმედი არ დაკარგოთ
„ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს! მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ. ჩვენ ვიცით თქმა, ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ. გაიხარეთ წუთისოფელსა შინა! როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხარე საქართველო და მთელი მსოფლიო, ჩვენთან არს ღმერთი" - განაცხადა პატრიარქმა.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)