|
2020-05-28 13:59:15, 1431 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო თავშესაფრის პროცედურის ფუნქციონირებას ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა თავშესაფრის მაძიებელთათვის, შესაძლებლობის ფარგლებში, ელექტრონული და დისტანციური მომსახურების შეთავაზებით, უზრუნველყოფილ იქნას თავშესაფრის ეფექტიანი პროცედურები. ამასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. კემლინ ფურლიმ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)