11:39 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 12:38:21, 1298 ნახვა

კომენტარი
ბესელია კობახიძეზე - შეიძლება ხიბლშია და ჰგონია კარგია, მის მართლა გოიმურ ფრაზებს რომ იმეორებენ

დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ როცა ამ ფრაზებით საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც „პრემიერ-მინისტრმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა“.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ასეთი ფრაზები არ შეეფერება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და მის სტატუსს.

„შეიძლება, მას ეს ფრაზები ძალიან მოსწონს, მაგრამ ეს შეუსაბამოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდარისთვის, ასევე მისი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე და მისი სტატუსისთვის. შეიძლება, თავად ხიბლშია და ჰგონია, რომ კარგია, მის მართლა გოიმურ ფრაზებს რომ იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ქართულ ლექსიკონში არის ძალიან მდიდარი სიტყვები, მათ შორის თუ უნდა კრიტიკულად გამომხატველი. თუ ძალიან გაუჭირდა, შეგვიძლია, ეს სიტყვები შევაშველოთ“, – განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics